პედრი ევრო-2020-ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია

0
20

ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი პედრი დაასახელეს. ამის შესახებ უეფას პრესსამსახური იუწყება.

18 წლის პედრიმ ევრო-2020-ზე 6 შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა და 5-ჯერ მოედანზე პირველიდან ბოლო წუთამდე იმყოფებოდა. ახალგაზრდა ესპანელი მხოლოდ შვეიცარიასთან 1/4-ფინალის დამატებით დროში შეცვალეს.

პედრიმ საერთო ჯამში მოედანზე 629 წუთი გაატარა, 76,1 კილომეტრი ირბინა (ბურთით 38,23 კილომეტრი), ხოლო მისი გადაცემების სიზუსტე 92,3% იყო.