გარეთ საუთგეიტს მიაჩნია, რომ ინგლისის ნაკრების ფეხბურტელები მაქსიმალურ პატივისცემას იმსახურებენ, რადგან ევრო-2020-ის ფინალში მოედამზე ყველაფერი „დადეს“.
ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ლონდონში სტადიონ „უემბლიზე“ პენალტების სერიაში იტალიასთან მარცხის მერე განაცხადა.
„ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ. ვფიქრობ, ფეხბურთელები მაქსიმალურ პატივისცემას იმსახურებენ. ისინი ბოლომდე დაიხარჯნენ, ძალაგამოცლილნი არიანი და ფეხზე ვერ დგანან.
ეპიზოდებში ისინი კარგად თამაშობდნენ, ხოლო დრო და დრო ბურთზე კონტროლს ვერ ვამყარებდით. განსაკუთრებით მეორე ტაიმში. თუმცა, ეს მიზეზი არაა კოლექტივის შიგნით ორმხრივი ბრალდებებისთვის.
ამ ბიჭებთან ერთად მუშაობა დიდი სიამოვნებაა და ისინი იმაზე უფრო შორს წავიდნენ, ვიდრე გუნდმა ეს მრავალი წლის განმავლობაში მოახერხა. რა თქმა უნდა, თამაშის მერე გასახდელში მწველი ტკივილის ატმოსფერო იყო.
კარგად მომზადებულნი ვიყავით და პენალტების სერიაც კარგად დავიწყეთ, მაგრამ საბოლოოდ ყველა დარტყმის რეალიზება ვერ შევძელით. თუმცა, მოთამაშეებმა საკუთარი თავი არ უნდა დაადანაშაულონ – მათ რაღაცის კიდევ უფრო გაკეთება ვერ მოახერხეს.
ჩვენ ერთიანები ვრჩებით. ქვეყანას დაუვიწყარი მოგონებები ვაჩუქეთ. ნორმალურია, როდესაც ასეთი იმედგაცრუებაა, რადგან ცხოვრებაში მსგავსი ტიტულების მოგების შანსი ხშირად არ გაქვს. თუმცა, თუ უკან გავიხედავთ და ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეს შევხედავთ, სიამაყის დიდი გრძნობა გაგვიჩნდება.
დარწმუნებული ვარ, რომ რამდენიმე დღის შემდეგ, ჩვენთვის ევრო-2020-ზე პოზიტიურ მომენტებზე საუბარი უფრო იოლი იქნება. ახლა მხოლოდ წაგებისგან მიღებული უდიდესი ტკივილი გვაქვს. ერისთვის დიდი ზეიმის კიდევ ერთი საღამოს ჩუქება გვსურდა – ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვების ჩუქება. თუმცა, სამწუხაროდ ეს ვერ მოვახერხეთ.
ჩემი აზრით, ჩვენ გუნდს უფრო უკეთესად თამაში და მომატება შეუძლია. თავად ხედავთ ტურნირის მსვლელობისას შემადგენლობაში ახალგაზრდა მოთამაშეების ინტეგრაციას როგორ ვახდენდით. მომავალზე უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, გარკვეული დრო უნდა გავიდეს“ – ციტირებს საუთგეიტს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.