„გაგრა“ უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონტენგეროს „სუტიესკასთან“ საპასუხო შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.
მომავალი მატჩი 15 ივლისს გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.
„გაგრა“, რომელიც კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერია, შიდა ჩემპიონატში სტუმრებს საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე მასპინძლობს.
შეგახსენებთ, რომ გაგა კირკიტაძის შეგირდებმა კონფერენს ლიგაში „სუტიესკასთან“ პირველი თამაში სტუმრად 0:1 წააგეს.
