იტალიის ეროვნული ნაკრების თითოეული ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებისთვის 250000 ევროს მიიღებს, იუწყება გამოცემა calciomercato.com.
„სკუადრა აძურამ“ 11 ივლისს ევრო-2020-ის ფინალში ლონდონში სტადიონ „უიმბლდონზე“ ინგლისელები პენალტების სერიაში დაამარცხა.
ცნობისთვის, იტალიელთა ტრიუმფის გამო, ამ ქვეყნის ფედერაციამ უეფასგან 28 მილიონი ევრო მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ფინალის წაგების შემთხვევაში იტალიელი მოთამაშეები 200000-200000 ევროს მიიღებდნენ.