ლონდონში სტადიონ „უემბლიზე“ გამართულ ევრო-2020-ის ფინალმა, რომელშიც იტალიამ პენალტების სერიაში ინგლისს აჯობა, დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე მეტი ტელეაუდიტორია შეკრიბა.
გამოქვეყნებულ რეიტინგებმა აჩვენა, რომ პენალტების სერიას თვალი დიდი ბრიტანეთის 30950000 მცხოვრებმადევნა.
ეს ყველაზე დიდი ტელეაუდიტორია ადგილობრივი ტელევიზიისთვის 1997 წელს პრინცესა დიანას დაკრძალვის ცერემონიის შემდეგ.
აქვე გეტყვით, რომ პენალტების სერიამდე შეხვედრას ტელევიზიით საშუალოდ 29850000 გულშემატკივარმა უყურა.