ჯორჯო კიელინი იტალიის ნაკრების მწვრთნელზე: „ჩვენ ვიფიქრეთ ის გაგიჟდა“.

0
31

იტალიის ეროვნული ნაკრების კაპიტნის ჯორჯო კიელინის განცხადებით, ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლაზე ოცნებას სამი წელიწადი თან ატარებდნენ.მან ამის შესახებ 11 ივლისს ლონდონში „უემბლის“ სტადიონზე ინგლისთან გასამართ ფინალამდე ისაუბრა.

„ჩემპიონატი ჩვენთვის ემოციურად დატვირთული აღმოჩნდა – თურქეთთან ჩატარებული პირველი მატჩიდან ამ მომენტამდე. თუმცა, თუ წავიკითხავ შეტყობინებებს, რომელთაც მეგობრებს ტურნირამდე ვუგზავნიდი, მათში იგრძნობა რწმენა, რომ დაუვიწყარი ზაფხულის გატარება შეგვიძლია.

ზაფხული ემოციებით, ზღაპრული საღამოებით და დაუვიწყარი მოგზაურობებით. თქვენ შეგიძლიათ თავად იგრძნოთ როგორი „შეკრული“ გუნდი ვართ და ერთად საქმის კეთება რამდენ სიხარულს გვანიჭებს.

ფინალში გასვლაზე დიდი ხანია ვოცნებობთ. ამ ოცნებას სამი წელიწადი თან ვატარებთ. მწვრთნელი მას თანდათან გვინერგავდა, ვიდრე ის რეალობა არ გახდა. თავდაპირველად, როდესაც მან გვითხრა, რომ ევროპის ჩემპიონატში გამარჯვება გონებაში უნდა გვქონდეს, ჩვენ ვიფიქრეთ – ის გაგიჟდა.

თუმცა, დროთა განმავლობაში მანჩინიმ ააშენა გუნდი, რომელიც ამოცანის გადაჭრასთან ძალიან ახლოა. ყოველი მატჩის მერე ის გვეუბნებოდა: „კიდევ ერთი სანტიმეტრი დარჩა“ და ახლა ბოლო სანტიმეტრი გვაქვს დასაძლევი“ – ციტირებს კიელინის უეფას ოფიციალური ვებგვერდი.