C ლიცენზიის მესამე მოდული დავით პეტრიაშვილი არენაზე

0
31

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით “დავით პეტრიაშვილი არენაზე” უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის მესამე მოდული გაიმართა.

მესამე მოდულის ფარგლებში მსმენელებმა შემდეგი თემების შესახებ მიიღეს ინფორმაცია: მეკარის ტექნიკურ მომზადება, რონდოს ფილოსოფია, 11×11-ზე მუშაობის პრინციპები და ა.შ.

C ლიცენზიის აღნიშნულ კურსზე 22 მწვრთნელი ირიცხება. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარამტებით ჩაბარების შემთხვევაში ყველა მათგანს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოვიდა და საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა.