ყაზანის „რუბინის“ გენერალური დირექტორი რუსტემ საიმანოვის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადები არცერთი კლუბიდან მიუღიათ.
„რამე მოძრაობა ხვიჩას ტრანსფერთან დაკავშირებით ჯერ არაა. საქმე წინადადებებშია. ჩვენ ღია ვართ, მაგრამ ჯერ არავისგან წინადადება არ მიგვიღია. პრესაში ბევრი საუბარია, რომელიც საუბრად რჩება.
ჩვენ ყოველთვის ვამბობთ – წინადადებით მოგვმართეთ და მას განვიხილავთ. თუმცა, ჯერ არცერთი ოფიციალური წინადადება გვქონია. ამიტომ, სიმართლე გითხრათ განსახილველიც არაფერია“ – იუწყება რუსული მედია საიმანოვის ნათქვამს.
გასულ სეზონში 20 წლის კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 23 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა