უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის წინასწარი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ევროპის 32 გუნდი ოთხ ქვეჯგუფში გადანაწილდა და შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები მინი-ტურნირის ფორმატით გაირკვევა.
საქართველოს ფუტსალის ლიგის ჩემპიონი “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი” წილისყრის შედეგად E ჯგუფში სერბიის “ფონთან”, ირლანდიის “ბლუ მეჯიქთან” და მონტენეგროს “ტიტოგრადთან” ერთად იასპარეზებს. წინასწარი საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფის შეხვედრებს 20-დან 25 აგვისტოს ჩათვლით მონტენეგრო უმასპინძლებს.
წინასწარი საკვალიფიკაციო ეტაპიდან მეინ-რაუნდში ასპარეზობის უფლებას რვა ჯგუფის პირველადგილოსნები და ერთი საუკეთესო მეორე ადგილოსანი მოიპოვებენ. მეინ-რაუნდის წილისყრა 30 აგვისტოსაა დაგეგმილი, მატჩები კი, 26-31 ოქტომბერს.
აღსანიშნავია, რომ კსუ ევროტურნირებზე არსებობის ისტორიაში პირველად იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ კლუბმა საქართველოს ფუტსალის ლიგის რეგულარულ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა. პლეი-ოფში კსუ-მ, ჯერ “თელასი-ჯორჯიანსი” დაამარცხა, ფინალურ სერიაში კი, კავკასიელებმა თსუ-ს აჯობეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ.
მთავარი ნიუსი ჩემპიონთა ლიგაში “კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის” მეტოქეები ცნობილია