ბრაზილიაში მიმდინარე სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე საუცხოო ფინალი შედგება – ბრაზილიის ნაკრების არგენტინას დაუპირისპირდება.
ქალაქ ბრაზილიაში სტადიონ „დისტრიტო ფედერალზე“ არგენტინელები კოლუმბიას შეხვდნენ და მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში „ალბისელესტემ“ 3;2 გაიმარჯვა.
შეხვედრაში ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა, როდესაც ლიონელ მესის გადაცემის შემდეგ ლაუტარო მარტინესმა ზუსტად დაარტყა.
61-ე წუთზე კოლუმბიელებიდან საპასუხო ბურთი ლუის დიასმა გაიტანა, რომელიც საგოლე პასით კარდონამ მოამარაგა.
პენალტების სერიაში თავისი შანსი ლიონელ მესიმ, ლეანდრო პარედესმა და ლაუტარო მარტინესმა გამოიყენეს, ხოლო დე პაულმა ვერ გაიტანა.
კოლუმბიიდან თერთმეტმეტრიანი ზუსტად გუარდადომ და ბორხამ შეასრულეს, მინას, კარდონასა და სანჩესს კი არგენტინელთა მეკარემ ემილიანო მარტინესმა არ გაატანინა.
მესიმ არგენტინის ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 6 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა.
არგენტინელთა 34 წლის კაპიტანი მიმდინარე კოპა ამერიკის საუკეთესო ბომბარდირია და ასისტენტია.
კოპა ამერიკის ფინალი კვირას რიო დე ჟანეირო ლეგენდარულ სტადიონ „მარაკანაზე“ შედგება, ხოლო ერთი დღით ადრე, მე-3 ადგილისთვის ერთმანეთს კოლუმბია და პერუ დაუპირისპირდებიან.
