თბილისის „საბურთალოს“ მარცხენა მცველი გიორგი ლაცაბიძე ხანგრძლივი პერიოდით გამოაკლდა.
თბილისელთა მცველი კრისტლბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში შინ ქუთაისის „ტორპედოსტან“ მატჩის მე-8 წუთზე დაშავდა და შეცვალეს.
როგორც სამედიცინო შემოწმებამ აჩვენა, ლაცაბიძეს წვივის მცირე ძვალი მოტყდა და ოპერაცია გაუკეთეს.
„საბურთალოს“ სამედიცინო შტაბის განცხადებით, ფეხბურთელი მოედანზე სამ თვეში დაბრუნდება.





