ვლადიმირ პეტკოვიჩი: „ესპანეთი ფავორიტია, მაგრამ ჩვენ საკუთარი მიზნის მიღწევა გვინდა“

0
42

ვლადიმირ პეტკოვიჩს ესპანეთი ფავორიტად მიაჩნია, მაგრამ შვეიცარიელებს თავისი მოზნის მიღწევა და წინსვლის გაგრძელება სურს.

შვეიცარიელების მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ევრო-2020-ის 1/4-ფინალში დღეს სანკტ-პეტერბურგში „გაზპრომ არენაზე“ გასამართ მატჩამდე ისაუბრა.

„ისე ვემზადებდით, როგორც საფრანგეთთან მატჩისთვის. ის გამარჯვება ვიზეიმეთ, მაგრამ ახლა წინსვლა უნდა გავაგრძელოთ და ახალი ემოცია მივიღოთ. ჩვენ უნდა გვჯეროდეს და ვაჩვენოთ, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა.

ესპანეთი ტექნიკური და შრომისმოყვარე გუნდია. ჩვენ ეს ესპანელებთან მანამდე ჩატარებული შეხვედრებიდან ვიცით. ისინი ფავორიტები არიან, მაგრამ ჩვენ საკუთარი მიზნის მიღწევა და წინსვლა გვსურს.

რა თქმა უნდა, როდესაც ისეთი გავლენიანი მოთამაშე გაკლია, როგორიც გრანიტ ჯაკაა, თითოეულმა მოთამაშემ მოედანზე 10 პროცენტით მეტი უნდა გააკეთოს. მათ უნდა ირბინონ და აგრესიულები იყვნენ, რასაც მომავალ შეხვედრაში ვნახავთ“ – ციტირებს ბოსნიელ სპეციალისტს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

შვეიცარია-ესპანეთის დაპირისპირება სანკტ-პეტერბურგში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.