
ლუის ენრიკეს ესპანეთის ნაკრები შვეიცარიაზე ძლიერ გუნდად მიაჩნია, მაგრამ მისი თქმით, მიმდინარე ტურნირზე რთული მომენტები ყველას ჰქონდა.
ესპანელების მთავარმა მწვრთნელმა ამის თაობაზე ევრო-2020-ის 1/4-ფინალში დღეს სანკტ-პეტერბურგში „გაზპრომ არენაზე“ შვეიცარიასთან გასამართ მატჩამდე განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ შვეიცარია შემდეგ ეტაპზე გავიდა. ამ გუნდის სახით ძალიან მძიმე მეტოქე გვეყოლება. მაყურებლებისთვის შესაძლოა შვეიცარიელი ფეხბურთელები სახელები ნაკლებად ცნობილია, მაგრამ მათ ჩვენ როგორც კარგ მოთამაშეებს ისე ვიცნობთ.
შვეიცარიაზე მაღალი დონის გუნდი ვართ, მაგრამ ვფიქრობ რთული მომენტები ყველას ჰქონდა.
დაცვის თვალსაზრისით ამ ტურნირში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვართ. გაშვებული გოლების დროს ინდივიდუალური შეცდომები დავუშვით, მაგრამ გუნდში საერთო განწყობა კარგია. ჯერჯერობით ჩვენი გუნდით ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანია თუ როგორ ვმუშაობთ ბურთით, განსაკუთრებით ბოლო 10 წუთი. მიმაჩნია, რომ ჩვენ მოთამასეებს ნებისმიერი შეცდომის გამოსწორება შეუძლიათ.
უნაი სიმონის შეცდომას რაც შეეხება, მთავარი ისაა თუ შეცდომას როგორ ასწორებ. ჩემი აზრით, უნაი ამას საუცხოოდ გაუმკლავდა.
რაფაელ ნადალმა თქვა, რომ ბევრს „ოქროს თევზივით“ მეხსიერება აქვს. უბრალოდ, უნდა მიხვდე, რომ რაღაც ისე არაა.
როდესა შეცდომების სისტემატიური, ეს უკვე სერიოზული და საგანგაშორა, მაგრამ ერთეული შეცდომის გამოსწორება შესაძლებელია. უნაი სეცდომა სისტემატიური არ იყო. ის ძალინა კარგად დაგვეხმარა და კარს მაღალ დონეზე იცავდა“ – იუწყება ლუის ენრიკეს ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
შვეიცარია-ესპანეთის დაპირისპირება სანკტ-პეტერბურგში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
