თბილისის „საბურთალოდან“ კენიელი ნახევარმცველი ელვინ ტერა წავიდა.
თბილისელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 24 წლის ნახევარმცველს კონტრაქტი ამოეწურა და კარიერის სხვა კლუბში გაგრძელება სურს.
ტერამ „საბურთალოს“ შემდგენლობაში ბოლო მატჩი 29 ივნისს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სტუმრად „სამგურალთან“ (1:1) ჩაატარა.
კენიელი საბურთალოელთა რიგებში 2015 წლიდან გამოდიოდა და 154 მატჩში 9 გოლი გაიტანა.
