ესპანეთი 9 წლის მერე პირველად ნახევარფინალშია

0
26

ფეხბურთში ევრო-2020-ის პირველი ნახევრფინალისტის ვინაობა ცნობილია.

სანკტ-პეტერბურგის „გაზპრომ არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ლუის ენრიკეს გაწვრთნილმა ესპანელებმა პენალტების სერიაში შვეიცარია დაამარცხეს და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შემდეგ პირველად დიდი ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს.

მატჩში ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა, როდესაც ესპანელთა მარცხენა მცველმა ხორდი ალბამ საჯარიმოს გარედან დაარტყა და ბურთი ზაკარიას შეეხო, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა, ზაკარიამ სასტარტო შემადგენლობაში შვეიცარიელთა დისკვალიფიცირებული კაპიტნის გრანიტ ჯაკას ნაცვლად ითამაშა.

ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდმა საპასუხო გოლი 68-ე წუთზე გაიტანა, როდესაც ემერიკ ლაპორტს საჯარიმოდან ამოჰქონდა ბურთი, რომელიც პაუ ტორესს შეეხო და ფროილერს მიიუვიდა, ხოლო ამ უკანასკნელის გადაცემის მერე შაქირიმ მეტოქის კარი აიღო.

77-ე წუთზე, ფროილერი ხერარდ მორენოს ფეხებში უხეშად ჩაუვარდა და მსაჯმა წითელი ბარათი აჩვენა.

მართალია, ესპანელები ძირითად დროშიც დომინირებდნენ და დამატებითშიც, მაგრამ შვეიცარიელთა მეკარე იან სომერს ვერაფერი მოუხერხეს.

პენალტების სერიაში პირველი დარტყმა ესპანელთა კაპიტანმა სერხიო ბუსკეტსმა შეასრულა და ბურთი ძელს მოხვდა.

ამის შემდეგ, შვეიცარიელმა გავრანოვიჩმა და ესპანელმა დანი ოლმომ თავისი შანსი გამოიყენეს.

ესპანელთა გამარჯვებაში უდიდესი როლი შეასრულა მეკარე უნაი ემერიმ, რომელმაც შარისა და აკანჯის დარტყმები მოიგერია. თავის მხრივ სომერმა კარი როდრის არ დაანება.

ხერარდ მორენომ პენალტი გაიტანა, ხოლო ვარგასმა ბურთი კარს გადააცილა, გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ოიარსაბალმა შეასრულა და ესპანელები შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

ესპანეთის ნაკრების წაუგებელი სერია 13 მატჩამდე გაიზარდა. არსებობის ისტორიაში “ფურია როხამ” ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატენის პლეი-ოფის 2 სტადია დამატებით დროში პირველად გაიარა.