კოხრეიძემ “გრენობლთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

0
22

თბილისის “საბურთალოს” აწ უკვე ყოფილმა კაპიტანმა გიორგი კოხრეიძემ საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე “გრენობლთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ამის შესახებ ფრანგული კლუბის პრესსამსახური იუწყება.

“‘ბედნიერი ვარ გრენობლისთან’’ კონტრაქტის გაფორმებითა და ჩემი პროგრესის გაგრძელების შანსით.

ვნახე, რომ კლუბს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, ლიგა 1-ში გადასასვლელ ფლეი-ოფში ითამაშა. ასევე, ვნახე კლუბის ქომაგთა რამდენიმე ვიდეო. ისინი კლუბს გულმხურვალედ ქომაგობენ, რამდენიმე მათგანმა სოციალურ ქსელში მომწერა.

ახლა ჩემს პრიორიტეტებში შედის ფრანგული ენის სწრაფად სწავლა და გარემოსთან ადაპტირება. განსაკუთრებით, კლუბის მწვრთნელებთან, პერსონალთან და თანაგუნდელებთან ინტეგრაცია ახალი სეზონისთვის კარგად მომზადების თვალსაზრისით” – განაცხადა კოხრეიძემ კონტრაქტის გაფორმების მერე.

22 წლის კოხრეიძე “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილია და კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 163 მატჩში 39 გოლი გაიტანა.

ის ‘საბურთალოსთან” ერთად საქართველოს ჩემპიონი (2018), თასის მფლობელი (2019) და სუპერთასის (2020) გამარჯვებული გახდა.