რობერტო მარტინესი ბოლო მომენტში გადაწყვეტს ევრო-2020-ის 1/4-ფინალში მიუნხენში „ალიანს არენაზე“ იტალიასთან გასამართ მატჩში კევინ დე ბრუინსა და ედენ აზარის მოედანზე გასვლა-არგასვლის საკითხს.
ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა ამ თემაზე დღევანდელი თამაშის წინ ისაუბრა:
„იტალია ოირველი წამოდან შეგვიტევს. მეტოქე დინამიურად და მიზანმიმართულად ითამაშებს, მაგრამ თითოეულმა ჩვენმა ფეხბურთელმა იცის მოედანზე რა უნდა გააკეთოს. თუმცა, პორტუგალიასთან მატჩში შეგვეძლო უფრო თანმიმდევრული ფეხბურთი გვეთამაშა.
ტურნირის ამ სტადიაზე ჩვეულებისამებრ მომქანცველი მატჩები არაა. საბედნიეროდ, საკმარისი დრო გვქონდა, რომ ძალებია აღგვედგინა და მომავალი შეხვედრისთვის მოვმზადებულიყავით.
იტალიის ნაკრებს უკვე 31 მატჩია ვერავინ ამარცხებს და ეს არ მოხდება თუ ძალიან კარგად მომზადებული გუნდი არ გყავს.
პორტუგალიასთან მატჩამდე საკუთარ თავს ვეკიხებოდით შევძლებდით თუ არა ევროპის მოქმედი ჩემპიონისა და ერთა ლიგის გამარჯვებულის დამარცხებას. ჩვენ ეს მოვახერხეთ.
ახლა ჩვენს თავს ვეკითხებით – როგორ დავამარცხოთ ისეთი ნიჭიერი და ორგანიზებული გუნდი როგორიც იტალიის ნაკრებია?
ვცდილობთ ედენი და კევინი მოვამზადოთ. ვერ გეტყვით ისინი ითამაშებენ თუ არა, რადგან ამ საკითხის გადასაწყვეტად ბოლო მომენტს უნდა დაველოდოთ“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.





