ფრანკ დე ბური ნიდერლანდების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდა დაითხოვეს

0
28

ფრანკ დე ბური ნიდერლანდების ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს.

ამის შესახებ ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

51 წლის სპეციალისტი ნაკრებს 2020 წლის სექტემბრიდან წვრთნიდა და მან რონალდ კუმანი შეცვალა.

დე ბურსა და საფეხბურთო კავშირს შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ევრო-2020-ზე ეროვნული გუნდის მინიმალური მიზანი 1/4-ფინალში გასვლა იყო.

თუმცა, ნიდერლანდები მიმდინარე ევროპირველობას 1/8-ფინალში ჩეხებთან 0:2 წაგების მერე გამოეთიშნენ და ფრანკ დე ბურიც დაითხოვეს.