„ბორუსიამ“ ტერზიჩი დაითხოვა და როზეს ოფიციალურად წარადგენს

0
30

დორტმუნდის „ბორუსია“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე იუწყება, რომ ედინ ტერზიჩი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს.

38 წლის გერმანელი სპეციალისტი დორტმუნდულ კლუბში დარჩა და ტექნიკურ დირექტორად იმუშავებს. მან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.

ტერზიჩი „ბორუსიას“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად გასული წლის დეკემბერში დანიშნეს, როდესაც შვეიცარიელ ლუსიენ ფავრს პოსტი დაატოვებინეს.

მისი ხელმძღვანელობით გუნდმა გერმანიის თავსი მოიგო, ხოლო ბუნდესლიგაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

უახლოეს ხანში „ბორუსიას“ თავკაცად მარკო როზეს ოფიციალურად წარადგენენ. მან დორტმუნდელებთან წინასწარი კონტრაქტი ზამთარში გააფორმა.

როზე გასულ სეზონში მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.