ფერნანდუ სანტუშისთვის ევრო-2020-ის 1/8-ფინალში ბელგიასთან მატჩში მთავარი გამარჯვებაა და არა ლამაზი თამაში.
პორტუგალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის თაობაზე დღეს სევილიაში „ოლიმპიურ“ სტადიონზე ბელგიასთან გასამართ შეხვედრამდე ისაუბრა.
„ვფიქრობ, ბელგია სამი ნახევარმცველით ითამაშებს, ხოლო დე ბრუინი ყველაზე წინ იქნება. როდესაც ბელგიელებს ნახევარდაცვაში 3 მოთამაშე ჰყავთ, ლუკაკუ „ბოძის“ როსლ ასრულებს, მერტენსი და კარასკო კი ფლანგებზე მუშაობენ. სამი ძალიან მობილურია.
თავი კარგად უნდა დავიცვათ და საჭიროა ისეთ დონეზე თამაში როგორც საფრანგეთთან და უნგრეთთან. ბურთს როდესაც ვფლობთ კარგ მომენტებს ვქმნით. პორტიგალიას საგოლე მომენტების შექმნა და გატანა შეუძლია.
ბელგიელები მსუბუქად თამაშობენ და რეგულარულად იტანენ. მათ ჰყავთ ფეხბურთელები, რომლებსაც თამაშზე დიდი გავლენა აქვთ, მაგრამ ბელგია ჩვენს მსგავსად პერსონალურ მეურვეობას არ გამოიყენებს.
დაახლოებით ერთი და იმავე დონის მეტოქეები ვართ. ეს ფინალია – საჭიროა გამარჯვება და არა ლამაზი ფეხბურთი. გათვითცნობირებული გვაქვს, რომ კარგი გუნდი გვიპირისპირდება. მე მჯერა, მეიმედება და დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესები ვიქნებით“ – იუწყება სანტუშის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
