„ევერტონი“ მთავარ მწვრთნელად რაფაელ ბენიტესის დანიშვნასთან ახლოსაა, იუწყება Sky Sports.
კლუბის ხელმძღვანელები 61 წლის სპეციალისტთან აწარმოებდნენ და ახლა მხარეები ხელშეკრულების გაფორმებასთან ახლოს არიან.
გამორიცხული არაა, „ევერტონმა“ ბენიტესის დანიშვნის შესახებ ოფიციალურად მომავალ კვირაში განაცხადოს.
ბენიტესს ინგლისის პრემიერ ლიგაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს – 2004-2010 წლებში „ლივერპულს“ წვრთნიდა, ხოლო 2012-2013 წლებში ლონდონის „ჩელსის“.
ის ბოლოს ჩინეთის „დალიან იფანს“ ავარჯიშებდა – 2019 -2021 წლებში.
„ევერტონს“ ახალი მწვრთნელის ძებნა მას მერე მოუწია, რც იტალიელმა კრლო ანჩელოტიმ კლუბი დატოვა და მადრიდის „რეალის“ თავკაცად დანიშნეს.
