ფრანკო ფოდა: „ასეთი შანსითაც ცხოვრებაში ბევრის მიღწევაა შესაძლებელი“

0
21

ავსტრიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ფრანკო ფოდას თქმით, ევრო-2020-ის 1/8-ფინალში იტალიასთან მისი გუნდის წარმატების შანსი შესაძლოა რამდენიმე პროცენტია, რომლის გამოყენებას მაქსიმალურად ეცდებიან.

„ჩვენ რაღაც ექსტრაორდინალურს მივაღწიეთ. მღელვარება იზრდება. იტალიის ნაკრები უმაღლესი დონის თამაშს აჩვენებს, განსაკუთრებით დაცვაში. იტალიელები ბურთის ჩაჭრის შემდეგ, დაცვიდან სწრაფად ამოდიან და მეტოქეს პოზიციურად სჯობს. თუმცა, ჩვენ საკუთარი გეგმა გვაქვს,

როდესაც 1/8-ფინალსი გადიხარ, მაშინვე 1/4-ფინალში გაღწევა გსურს. ჩვენ გაბედულება გვყოფნის მიუნხენამდე მივაღწიოთ. შესაძლოა, ამის შანსი მხოლოდ რამდენიმე პროცენტია, მაგრამ ასეთი შანსითაც ცხოვრებაში ბევრის მიღწევაა შესაძლებელი“ – იუწყება გერმანელი სპეციალისტის მიერ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

იტალიასა და ავსტრიას შორის 1/8-ფინალის მატჩი 26 ივნისს ლონდონში „უემბლიზე“ ჩატარდება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.