ვარლამ კილასონიამ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე ბოლნისის “სიონის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.
ბოლნისელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, 54 წლის სპეციალისტმა ეს ნაბიჯი თავად გადადგა და მხარეებს შორის კონტრაქტი შეწყდა.
კილასონია “სიონს” 2020 წლის აგვისტოდან წვრთნიდა და ამჟამად, ბოლნისელები 37 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე არიან – ლიდერ “გაგრას” 5 ქულით ჩამორჩებიან.
ხვალ, თბილისის “მერანთან” მატჩში “სიონს” საათამაშოდ არმაზ ჯელაძე გაიყვანს, რომელიც მანამდე კილასონიას ასისტენტი იყო.
ბოლნისელთა ხელმძღვანელები ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას უახლოეს დღეებში დაასახელებენ.
კილასონიას გარდა “სიონი” აწ უკვე ყოფილმა კაპიტანმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ დატოვა.
აქვე გეტყვით, რომ “სიონს” 4 ახალწვეული ჰყავს: გიორგი კახელიშვილი, ნიკა ღამბარაშვილი, გიორგი ჩელებაძე და ბექა გაბისკირია.
“სიონის” ხელმძღვანელები მოლაპარაკებას აწარმოებენ “საბურთალოსთან” ფორვარდ თომა ტაბატაძესთან დაკავშირებით და შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია.






