ავსტრიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ფრანკო ფოდას თქმით, ისტორიაში შესვლა სურდათ და თავისი ფეხბურთელებით ძალიან ამაყია.
მან ამის შესახებ ევრო-2020-ის C ჯგუფის ბოლო ტურში ბუქარესტში სტადიონ „ნაციონალზე“ უკრაინასთან 1:0 გამარჯვებისა და ავსტრიის ნაკრების ისტორიაში ევროპის პირველობის პლეი-ოფში პირველად გასვლის მერე ისაუბრა.
„ეს საუცხოო რამაა. ვფიქრობ, ბიჭებმა ფანტასტიკურად ითამაშეს. ჩვენ ძალიან გვსურდა 1/8-ფინალში გასვლა და ისტორიაში შესვლა. თამაშის პირველი წუთიდან ჩანდა ბიჭები როგორ სერიოზულად განეწყვნენ. მოსაგებად ვთამაშობდით და ამას მივაღწიეთ. ჩემი გუნდით ვამაყობ.
გულშემატკივრებისთვის თამაში გვსურდა. მათ შორი გზა გაიარეს, რათა ბუქარესტში დაბრუნებულიყვნენ და ამიტომ, მიხარია, რომ დავასაჩუქრეთ. საუცხოო სანახავი იყო თუ როგორ აღნიშნეს მათ წარმატება მოთამაშეებთან ერთად. ფეხბურთში ყველაზე კარგი მომენტია, როდესაც წარმატებას აღწევ.
პლეი-ოფის სტადიაზე იოლი მეტოქეები არ არსებობს, რაც კარგად ვიცით. იტალიას დიდი ხანია არ წაუგია, მაგრამ შესაძლოა დადგეს დრო როდესაც დამარცხდებიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მიზანმიმართულად მოვემზადოთა და ძალა აღვიდგინოთ. ამ შემთხვევაში ლონდონში მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. რთული იქნება, მაგრამ გუნდი მიზანდასახულია და ამისთვის მზადაა“ – ციტირებს გერმანელ სპეციალისტს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
