მარკო როსი: „მწვრთნელები ცდებიან, მთავარი მოქმედი პირები ყოველთვის მოთამაშეები არიან“

0
26

უნგრეთის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ მარკო როსის მიაჩნია, რომ ევრო-2020-ზე მისმა გუნდმა საფრანგეთის ნაკრებთან განსაკუთრებულად ითამაშა.

მან ამის შესახებ ბუდაპეშტში ფერენც პუშაკაშის სახელობის სტადიონზე ფრანგებთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის მერე განაცხადა.

„ჩემმა გუნდმა ტაქტიკურად განსაკუთრებული მატჩი ჩაატარა, გაბედულად და გულიანად ითამაშა. ბიჭებს მხოლოდ მადლობას გადვუხდი. დღეს, ბევრ მწვრთნელს სჯერა, რომ გუნდი მწვრთნელის ტაქტიკით იგებს. ისინი ცდებიან. მთავარი მოქმედი პირები ყოველთვის მოთამაშეები არიან. მათ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს. ეს დაუჯერებელი იყო.

ვიცოდით, რომ განვლილ მატჩში რთული მონაკვეთები იქნებოდა. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ გავძლოთ, როდესაც მოედანზე საქმე ჩვენთვის სასარგებლოდ არ მიდის. გვყავს მოთამაშეები, რომლებიც თავისი საქმისადმი თავდადებული არიან და ყოველ დღე გულმოდგინედ მუშაობენ, რათა უკეთესები გახდნენ. გუნდს ზღვარი აქვს, მაგრამ ეეს სამომავლოდ კარგი ნიშანია“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.