გარეთ საუთგეიტი: „თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ, ფრე სამართლიანი შედეგია“

0
35

ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ გარეთ საუთგეიტს ევრო-2020-ის D ჯგუფის მეორე ტურში ლონდონში სტადიონ „უემბლიზე“ შოტლანდიის ნაკრებთან დაფიქსირებული უგოლო ფრე კანონზომიერ შედეგად მიაჩნია.

„ალბათ, ეს სამართლიანი შედეგია. ჩვენ გამარჯვებისთვის არასაკმარისად დავიხარჯეთ, ცოტა საგოლე მომენტები შევქმენით, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მარცხს ვიმსახურებდით.

შოტლანდიის ნაკრებს პატივს მივაგებ. თუ გამარჯვებაზე არ თამაშობ, მაშინ, მნიშვნელოვანია, რომ არ წააგო. სტუმრები თავს საუცხოოდ იცავდნენ და ბურთს კარგად ფლობდნენ. ჩვენ არ ვიცოდით, მათი დაცვის ხაზი როგორ გაგვერღვია. ვეცადეთ ფლანგებზე თავისუფალი ზონები გამოგვეყენებინა, მაგრამ ხშირად ამისგან არაფერი გამოგვივიდა.

მატჩის მიწურულს ჰარი კეინის იმიტომ შევცვალეთ, რომ უფრო მეტი უნდა გვემოძრავა. ჩემი აზრით, მარკუს რეშფორდი სისწრაფეს შეგვმატებდა, რადგან იმ მომენტში ხომ გამარჯვებაზე ვფიქრობდით. თვითკრიტიკულები უნდა ვიყო, მათ შორის მეც: დღეს ჩვენ მოსაგებად ვერ ვითამაშეთ“ – იუწყება ინგლისელი სპეცილიასტის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.