ბათუმის „დინამომ“ „დილას“ ორბურთიანი სხვაობით აჯობა

0
25

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ლიდერმა ბათუმის „დინამომ“ მე-18 ტურში გორის „დილას“ უამსპინძლა და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა.

მატჩის 22-ე წუთზე „დილას“ მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა თავის საჯარიმოში ბურთი დავით მაისაშვილს დაუგორა, რომელიც უხეშად შეცდა და ჯაბა ჯიღაურის პასის შემდეგ ანგარიში გიორგი ფანცულაიამ გახსნა.

პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ფანცულაიამ დუბლი შეასრულა, როდესაც მარჯვნიდან გორელთა საჯარიმოში შეჭრილი თორნიკე გაფრინდაშვილის გადაცემა გოლად აქცია.

შეხვედრის მეორე ნახევარში გოლი არ გასულა და ბათუმელებმა მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს.

„დილამ“ ბოლო 3 თამაშიდან ვერცერთი მოიგო – 2 წაგება და ერთი ფრე.

დღეს, საქართველოს ჩემპიონატში კიდევ ერთი დაპირისპირება შედგა – იმერულ დერბიში ქუთაისის „ტორპედომ“ და წყალტუბოს „სამგურალმა“ უგოლო ფრე ითამაშეს.