ჩეხეთმა ხორვატიასთან ფრე ითამაშა და 1/8-ფინალისკენ ნაბიჯი გადადგა

0
32

ჩეხეთის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა D ჯგუფის მეორე ტურში ხორვატიასთან ფრე ითამაშა და 1/8-ფინალში  გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.

გლაზგოში „ჰემპდენ პარკზე“ გამართული მატჩის 37-ე წუთზე, ჩეხებმა კუთხური ჩააწოდეს და დეიან ლოვრენმა პატრიკ შიკთან საჰაერო ორთაბრძოლის დროს, მეტოქეს იდაყვი ცხვირში ჩაარტყა და მსაჯმა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა.

შიკმა თერთმეტმეტმეტრიანი ზუსტად შეასსრულა და მიმდინარე ევრო-2020-ზე სამი გატანილი გოლით ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.

მეორე ტაიმის განახლებიდან ორ წუთში ივან პერიშიჩი ჩეხების საჯარიმოში მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა და გვერდი კუფალს აუარა, რომელიც ფეხის დაცდენის მერე დაეცა, ხოლო ხორვატმა შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა.

ჩეხეთმა პირველ ტურში შოტლანდია დაამარცხა და 4 ქულა აქვს, რაც დიდი ალბათობით პლეი-ოფში გასვლის გარანტიაა.