80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიოს ხუთგის ჩემპიონს,ნონა გაფინდაშვილის ლიონელ მესიმ თავის ავტოგრაფით მაისური გამოუგზავნა. საჩუქარი იუბილარს საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა გადასცა!
ოქროს ბურთის 6-გზის მფლობელმა ლიონელ მესიმ ქართველ ჩემპიონს მაისური ესპანურენოვანი წარწერით გამოუგზავნა: “ნონა, დაბადების დღეს გილოცავ!”.
“ეს საჩუქარი ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ აქ ისეთი სიტყვები წერია, ჩემი სახელიც მიწერილია, გილოცავ დაბადების დღეს – ლეო მესი. ჩემს მუზეუმში ეს მაისური განსაკუთრებული რელიქვიის ადგილს დაიკავებს” – განაცხადა ქართველმა ჩემპიონმა.
ნონა გაფრინდაშვილი წლებია “ბარსელონას” და მესის ქომაგობს რის შესახებაც არგენტინელმა ფეხბურთელმა ფიდეს ხელმძღვანელებისგან შეიტყო, სიურპრიზის მთავარი ინიციატორი ფიდეს ვიცეპრეზიდენტი აკაკი იაშვილი გახლდათ.
