რობერტო მანჩინის მიაჩნია, რომ შვეიცარიასთან მატჩი ძალიან რთული იყო და მისმა ფეხბურთელებმა საუცხოოთ ითამაშეს.
იტალიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ A ჯგუფის მეორე მატჩში შვეიცარიასთან 3:0 გამარჯვების მერე ისაუბრა. „სკუადრა აძურა“ მიმდინარე ევრო-2020-ზე პირველი გუნდია, რომელმაც 1/8-ფინალში თამაში გაინაღდა.
„ჩვენ კარგად ვითამაშეთ. ძალიან რთული მატჩი იყო, რადგან შვეიცარია ძლიერი და ფიზიკურად კარგად მომზადებული გუნდია. თავდაპირველად გარკვეული პრობლემები გვქონდა, მაგრამ შემდეგ თამაში დავალაგეთ და დამსახურებულად მოვიგეთ.
გამარჯვებულის შესახებ ყველა კითხვას უფრო ადრე მოვხსნიდით, რადგან საგოლე მომენტები საკმარისზე მეტი გვქონდა, მაგრამ ნორმალურია, რომდესაც კარისკენ დარტყმული ყველა ბურთი ბადეში არ აღმოჩნდება. ამის მიუხედავად, ბიჭებმა საუცხოოდ იმუშავეს.
ლოკატელიმ ფენომენალურად ითამაშსა. ნახევარმცველისთვის 2 გოლის გატანა იოლი არაა. პირველი გოლის შემთხვევაში საუცხოო კომბინაცია გავითამაშეთ, ხოლო მეორეს დროს ყველაფერი ინდივიდუალრმა ოსტატობამ გადაწყვიტა. მთელი გუნდი მოწოდების სიმაღლეზე იყო,, იმის გათვალისწინებით, რომ 5 დღეს მეორე თამაში ჩავატარეთ, ეს ორმაგად სასიამოვნოა.
პირველი გოლი? ეს სწორედ ისაა, რაც ფეხბურთელებმა უნდა გააკეთონ. მათ მუდმივად ამის შესახებ ვთხოვ. ყოველთვის უნდა გჯეროდეს, რომ ნებისმიერი მომენტი შესაძლოა გოლით დასრულდეს. სწორედ ასე მოხდა, როდესაც ლოკატელიმ პასი ბერარდის მისცა და თავად კარისკენ გაიქცა“ – იუწყება მანჩინის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.





