შენოლ გიუნეში: „იტალიის ნაკრები ჩვენზე უკეთესად მომზადებული აღმოჩნდა“

0
22

თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შენო გიუნეშმა აღიარა, რომ ევრო-2020-ის სასტარტო მატჩში იტალიელებმა აჯობეს და უფრო ძლიერ გუნდთან დამარცხდნენ.

მან ამის შესახებ რომის ოლიმპიურ სტადიონზე „სკუადრა აძურასთან“ 0:3 წაგების მერე განაცხადა.

„ეს ჩვენი დღე არ იყო. ბურთს ხშირად ვკარგავდით და წინ მის გადაწოდებას ვერ ვახერხებდით. იტალიის ნაკრები უკეთესი იყო და უფრო ძლიერ გუნდთან წავაგეთ. თუმცა, ტურნირი ჯერ არ დასრულებულა და კიდევ 2 თამში დაგვრჩა. პირველ ყოვლისა, უელსთან მატჩისთვის მოვემზადებით.

სასტარტო შეხვედრა ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელთან ჩავატარეთ და ჩვენ თამაშის დემონსტრირებას ვგეგმავდით. იტალიელებმა გვაჯობეს, ბურთისთვის ბრძოლას უფრო ხშირად იგებდნენ და არ კარგავდნენ, მოედნის მთელ სიგანეზე უკეთესად მოქმედებდნენ. იტალიის ნაკრები ჩვენზე უკეთესად მომზადებული აღმოჩნდა.

განვლილ მატჩში დაკარგული ქულები ძალიან დაგვეხმარებოდა, მაგრამ ჩვენ შევხდით გუნდს რომელიც დიდი ხანია არ აგებს. თუმცა, ტურნირია ასეთია – გამარჯვების შემთხვევაშიც კი, გადაწყვეტილი არაფერი იქნებოდა.

დარჩენილი ორი თამაშის მოგება გვსურს. იმედია მაქვს და მსურს, რომ უელსთან სასურველ სათამაშო დონეს ვაჩვენებთ, რაც საჭირო ქულების აღებაში დაგვეხმარება“ – ციტირებს თურქ სპეციალისტს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.