ფინეთის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატში პირველად მონაწილეობს, ისტორიული მატჩი მოიგო.
ფინელებმა კოპენჰაგენში B ჯგუფის პირველ შეხვედრაში დანიელები მინიმალური ანგარიშით დაამაცხეს.
თამაშის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მე-60 წუთზე მარცხენა ფლანგიდან ურონენის ჩაწოდების შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში ყველას პოჰიანპალომ აჯობა და თავით გაიტანა. ამ ეპიზოდში მასპინძელთა მეკარე კასპერ შმეიხელი აშკარად შეცდა.
74-ე წუთზე, ფინელმა მცველმა თავის საჯარიმოში იურაი პოულსენი წააქცია და არბიტრმა ფინელების კარში პენალტი დანიშნა.
ჰოიბერგმა თერთმეტმეტრიანი ძალიან უხეიროდ შეასრულა და ფინელთა მეკარემ ბურთი ხელებში დააფიქსირა.
დარჩენილ დროში დანიელები ანგარიშის გათანაბრებას შეეცადნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და ევროპირველობის დებიუტანტმა ფინეთმა სამი ქულა ჩაიწერა.
აქვე გეტყვით, რომ განვლილი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დანიელი კრისტიან ერიქსენი დაასახელეს.
