კაკაბაძე პოლონეთის უძველეს კლუბში გადავიდა

0
136

ოთარ კაკაბაძე კარიერას პოლონეთის საფეხბურთო კლუბ „კრაკოვიაში“ გააგრძელებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის მარჯვენა მცველმა პოლონეთის უძველეს კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„კრაკოვიამ“ კაკაბაძეს ორიგინალური ვიდეორგოლი მიუძღვნა. კერძოდ, ფეხბურთი კრაკოვში მდებარე საცხობში სახელად „ჩემი საქართველო“ შევიდა, სადაც შესულმა საცხობის მფლობელს ქართულად მიმართა: „გამარჯობა, განსაკუთრებული საჩუქარი უნდა დაეტოვებინათ ჩემთვის“.

ამის შემდეგ, საცხობი მეპატრონემ კაკაბაძეს „კრაკოვიას“ მაისური გადასცა, ხოლო ოთარმა პოლონური კლუბის გუ₾შემატკივრებს მიმართა: „კრაკოვია“ პანე!“.

კაკაბაძე გასული სეზონის მეორე ნახევარში შვეიცარიის „ლუცერნიდან“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის „ტენერიფეში“ გადავიდა, სადაც 16 მატჩი ჩაატარა.