„ასტონ ვილას“ სარეკორდო ტრანსფერი

0
21

ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ „ნორვიჩიდან“ შემტევი ნახევარმცველი ემილიანო ბუენდია შეიძინა.

ბირმინგელემებმა 24 წლის არგენტინელის სანაცვლოდ 33 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიადეს და თუ ფეხბურთელი ახალ კლუბში წარმატებით იასპარეზებს „ნორვიჩი“ დამატებით კიდევ 7 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

ეს ტრანსფერი ბირმინგემული კლუბის 146-წლიან ისტორიაში სარეკორდოა.

გასულ სეზონში ბუენდიამ „ნორვიჩის“ მაისურით ჩემპიონშიფში ჩატარებულ 39 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 17 საგოლე პასი გააკეთა, რითაც გუნდს პრემიერ ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა.

მან პროფესიონალური კარიერა „ხეტაფეში“ დაიწყო, სადაც 2014-2018 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

ის „ნორვიჩში“ 2018 წელს გადავიდა და 121 შეხვედრაში თავი 24-ჯერ გამოიჩინა.