ბრაზილიამ კოპა ამერიკისთვის შემადგენლობა დაასახელა

0
28

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ კოპა ამერიკისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტიტეს არჩევანი ასეთია:

მეკარეები: ალისონი („ლივერპული“), ედერსონი („მანჩესტერ სიტი“), ვევერტონი („პალმეირასი“).

მცველები: ემერსონი („ბარსელონა“), დანილო, ალექს სანდრო (ორივე „იუვენტუსი“), რენან ლოდი, ფელიპე (ორივე „ატლეტიკო“), ედერ მილიტაო („რეალი“), მარკინიოსი (პსჯ), ტიაგუ სილვა („ჩელსი“).

ნახევარმცველები: კაზემირო („რეალი“), დუგლას ლუისი („ასტონ ვილა“), ევერტონ რიბეირო („ფლამენგო“), ფაბინიო („ლივერპული“), ფრედი („მანჩესტერ იუნაიტედი“), ლუკას პაკეტა („ლიონი“).

თავდამსხმელები: ევერტონ სოარესი („ბენფიკა“), რობერტო ფირმინო („ლივერპული“), გაბრიელ ბარბოზა („ფლამენგო“), გაბრიელ ჟესუსი („მანჩესტერ სიტი“), ნეიმარი (პსჟ), რიშარლისონი („ევერტონი“), ვინისიუს ჟუნიორი („რეალი“).

კოპა ამერიკა ბრაზილიაში 13 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ბრაზილიის ნაკრები მოქმედი ჩემპიონია – ტიტეს გუნდმა 2 წლის წინ ოქროს მედლები ასევე თავის სამშობლოში ჩატარებულ ტურნირზე მოიპოვა.