სარი „ლაციოს“ მთავარი მწვრთნელია

0
32

მაურიციო სარი რომის „ლაციოს“ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს.

ამის შესახებ რომაული კლუბის პრესსამსახური იუწყება.

„ლაციოს“ კონტრაქტის დეტალები არ გაუსაჯაროებია, მაგრამ მანამდე იტალიური მედია იუწყებოდა, რომ სარი 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებდა და ხელფასის სახით წელიწადში 3 მილიონ ევროს მიიღებდა.

გარდა ამის, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოიპოვებს, 62 წლის იტალიელი სპეციალისტი დამატებით 500000 ევროს გამოიმუშავებს.

სარი ბოლოს ტურინის „იუვენტუსს“ წვრთნიდა, რომელიც გასულ სეზონში გააჩემპიონა, მაგრამ ამის მიუხედავად თანამდებობიდან დაითხოვეს.