თორნიკე შენგელია VTB-ლიგის ჩემპიონის ტიტულს მიუახლოვდა. ფინალური სერიის მეორე მატჩი, რომელიც პირველის მსგავსად ყაზანში გაიმართა, ცსკა-მ 76:57 აჯობა “უნიკსს” და საერთო ანგარიშით – 2:0 დაწინაურდა.
ქართველი ფორვარდი მოპოვებული ქულების მხრივ ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო – 25:15 წუთში მან 18 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და თითო ჩაჭრა-დაფარება მიითვალა. განსაკუთრებით ეფექტური ეპიზოდი თორნიკეს მეორე ტაიმში ჰქონდა, როცა სუპერპასი გააკეთა და პუბლიკის ოვაციებიც დაიმსახურა. მარგი ქმედების კოეფიციენტით (15) თორნიკეს თანაგუნდელმა ჯონათან ვოიტმანმა აჯობა (20).
სერია 3 მოგებამდეა. შემდეგ შეხვედრას ცსკა 10 ივნისს, მოსკოვში უმასპინძლებს.





