ბათუმის „დინამომ“ ებრაელი საყრდენი ნახევარმცველი ავაკა ეშეთა დაიმატა. 26 წლის ფეხბურთელმა ბათუმელებთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე გააფორმა.
„ავაკა იერუსალიმის „ჰაპოელის“ აღზრდილია და მთელი პროფესიული კარიერა სწორედ ამ კლუბში გაატარა. პირველ გუნდში მისი დებიუტი 2016 წელს შედგა. მას შემდეგ ავაკამ „ჰაპოელის“ მაისურით 229 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა – 10 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. იგი გუნდის კაპიტანი გახლდათ და ისრაელის ჩემპიონატში არაერთი გამორჩეული მატჩი აქვს ჩატარებული“ – იუწყება „დინამოს“ პრესსამსახური.
ლაშა თაბაგარი





