მანუელ ნოიერი გერმანიის ეროვნული ნაკრების ისტორიაში შევიდა.
გუშინ, გერმანელებმა ამხანაგურ შეხვედრაში ლატვია 7:1 დაამარცხეს. 35 წლის მეკარემ მასპინძლებს შეუცვლელად უკაპიტნა.
ის ბუნდესნაკრების ისტორიაში პირველი გოლკიპერია, რომელმაც 100 მატჩი ჩაატარა.
თამაშის დაწყებამდე ამ ფაქტის აღსანიშნავად თანაგუნდელებმა ნოიერს საპატიო დერეფანი მოუწყვეს.
მიუნხენის „ბაიერნის“ კარის დარაჯს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2009 წლის 2 ივნისს არაბეთის გაერთიანებულ საამიროების ნაკრებთან (7:2) სპარინგში ჰქონდა.
მან ბრაზილიაში 2014 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიგო.
მან განვლილ 100 შეხვედრიდან გოლი 43-ში არ გაუშვა. მხოლოდ 12 ფეხბურთელია, რომლებმაც გერმანიის ნაკრებში ნოიერზე მეტჯერ ითამაშეს.
რეკორდი ასევე ყოფილ კაპიტან ლოთარ მათუესს ეკუთვნის – 150 მატჩი.
