ნიკა სიჭინავამ „ინგულეცი“ დატოვა კარიერას ასევე უკრაინის პრემიერ ლიგის კლუბ კოვალივკას „კოლოსში“ გააგრძელებს.
„კოლოსის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, 26 წლის ქართველმა თავდამსხმელმა კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
სიჭინავამ „კოლოსს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურა, რადგან „ინგულეცთან“ ხელშეკრულება დაუმთავრდა.
ის „ინგულეცში“ 2016 წლიდან გამოდიოდა და 2019-2020 წლების სეზონში უკრაინის პირველი ლიგაში 17 გოლი გაიტანა, რითაც გუნდს პრემიერ ლიგაში გადასვლაში ძალიან დაეხმარა. ქართველი იმ სეზონში პირველი ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
მან პრემიერ ლიგაში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში 22 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
„კოლოსმა“ 2020-2021 წლების სეზონში უკრაინის ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში უეფას ახალ ტურნირ კონფერენს ლიგაში ითამაშებს.





