პსჟ-ს ბრაზილიელი ვარსკვლავი საფრანგეთის ლიგა 1-ის 2020-2021 წლების სეზონის სიმბოლურ ნაკრებში ვერ მოხვდა.
განვლილი სეზონის საუკეთესო 11 ფეხბურთელი ლიგა 1-მა გულშემატკივრებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ შეადგინა.
სიმბოლრ ნაკრებში საფრანგეთის ჩემპიონ „ლილის“ 5 ფეხბურთელი მოხვდა. შეგახსენებთ, რომ „ლილმა“ პსჟ-ს ბოლო წლების ჰეგემონია დაამხო და სატურნირო ცხრილში 1 ქულით აჯობა.
მეკარე: მაიკ მენიანი („ლილი“).
მცველები: ჯონათან კლაუსი („ლანსი“), მარკინიოსი (პსჟ), ჟოზე ფონტე („ლილი“), რეინილდო მანდავა („ლილი“).
ნახევარმცველები: ლუკას პაკეტა („ლიონი“), ბენჟამენ ანდრე („ლილი“), ორელიენ ტჩუამენი („მონაკო“).
თავდამსხმელები: მემფის დეპაი („ლიონი“), ბურაკ ილმაზი („ლილი“), კილიან მბაპე (პსჯ).
განვლილი სეზონის საუკეთესო ბომბარდირი 27 გატანილი გოლით კილიან მაბპე გახდა, ხოლო საუკეთესო ასისტენტი დეპაი, რომელმაც 12 საგოლე პასი გააკეთა.





