საბა ლობჟანიძე: “ძალიან საინტერესო მატჩის მოლოდინში ვართ”

0
19

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გუნდმა 5 ივნისს, საფეხბურთო კლუბს ტვენტეს სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 24-მა ფეხბურთელმა მიიღო. ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა ირაკლი აზაროვმა.

საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ ნიდერლანდების წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის შესახებ კომენტარი ეროვნული ნაკრების გარემარბმა საბა ლობჟანიძემ გააკეთა.

საბა ლობჟანიძე: “ძალიან საინტერესო მატჩის მოლოდინში ვართ. ნიდერლანდები ევროპის ჩემოპიონატისთვის ემზადება, ჩვენთვის კი, კარგი ტესტი იქნება თუ როგორ შეგვიძლია ამ დონის მეტოქესთან დაპირისპირება.

ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და ვფიქრობ, რომ ეს კარგია. მწვრთნელებთან ერთად ვარჯიშებზე სხვადასხვა ტაქტიკა დავამუშავეთ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სექტემბრის ოფიციალური მატჩებისთვის კეთდება და იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრებს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით”.

ნიდერლანდებისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 6 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე საფეხბურთო კლუბ ტვენტეს სტადიონზე გაიმართება. ამხანაგური მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ნიდერლანდებისა და საქართველოს ამხანაგურ შეხვედრას ბელგიელი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი ერიკ ლამბრეხტსი იქნება, მას ასისტენტობას ჯო დე ვეირდტი და მატიას ჰილაერტი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, ნეითან ფერბოომენია. მატჩზე ასევე იმუშავებს ვიდეო რეფერის სისტემა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:​

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო) გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია),  ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)