გიორგი აბურჯანია: “ეს მატჩი ჩვენს რეალურ ძალას დაგვანახებს”

0
51

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გუნდმა 5 ივნისს, საფეხბურთო კლუბს ტვენტეს სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა 24-მა ფეხბურთელმა მიიღო. ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა ირაკლი აზაროვმა.

საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ ნიდერლანდების წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის შესახებ კომენტარი ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ გააკეთა, რომელსაც კარიერის განმავლობაში ენსხედეს “ტვენტეშიც” უთამაშია.

გიორგი აბურჯანია: “თითოეული ფეხბურთელისთვის ეროვნული ნაკრების მაისურით გამართული ყველა მატჩი საამაყოა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი დონის მეტოქეს უპირისპირდები, რადგან ეს მატჩი ჩვენს რეალურ ძალას დაგვანახებს, რა პლიუსები გვაქვს და რა მიმართულებით გვჭირდება მომატება.

ტვენტეს სტადიონთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს და იმედი მაქვს, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე ეს გაგრძელდება”.

ნიდერლანდებისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 6 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე საფეხბურთო კლუბ ტვენტეს სტადიონზე გაიმართება. ამხანაგური მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ნიდერლანდებისა და საქართველოს ამხანაგურ შეხვედრას ბელგიელი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი არბიტრი ერიკ ლამბრეხტსი იქნება, მას ასისტენტობას ჯო დე ვეირდტი და მატიას ჰილაერტი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, ნეითან ფერბოომენია. მატჩზე ასევე იმუშავებს ვიდეო რეფერის სისტემა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:​

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი)

თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო) გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია),  ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)