რონალდ კუმანმა „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა შეინარჩუნა.
ამის შესახებ კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა ხუან ლაპორტამ დაადასტურა.
„გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფიქრის შემდეგ რონალდ კუმანთან თანამშრომლობის გაგრძელება გადავწყვიტეთ. მას მოქმედი კონტრაქტი აქვს“ -იუწყება ლაპორტას ნათქვამს „ბარსელონას“ ოფიციალური ტვიტერი.
კუმანმა შარშან ზაფხულში ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა, რათა „ბარსელონა“ გაეწვრთნა.
მისი ხელმძღვანელობით კატალონიელებმა ესპანეთის ლა ლიგაში მე-3 ადგილი დაიკავეს, ესპანეთის თასი მოიგეს და ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალიდან გავარდნენ.
