მანუჩარ მარკოიშვილმა “ტიტების” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

0
27

 

საკალთბურთო კლუბი “ტიტები” მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა.

ამის შესახებ “ტიტების” პრესსამსახური იუწყება:

“ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მანუჩარ მარკოიშვილმა, “ტიტების” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, იუწყება.

აღნიშნული გადაწყვეტილების გამომწვევი მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მანუს უდიდესი სურვილია, გამოცდილების ასამაღლებლად, ევროპაში გაიაროს სტაჟირება.

მარკოიშვილი ამავდროულად საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო სტაფის წევრია და ევროპის ჩემპიონატის წინ, მისი სურვილია მაქსიმალურად იყოს ნაკრებზე კონცენტრირებული.

საკალათბურთო კლუბი ტიტები მანუჩარს უდიდეს მადლობას უხდის გაწეული შრომისთვის, გუნდმა მასთან ერთად კიდევ უფრო დიდი გამოცდილება შეიძინა, მანუ იყო, არის და იქნება ჩვენი დიდი ოჯახის ნაწილი!

თუ ვინ შეცვლის მარკოიშვილს ტიტებში უახლოეს დღეებში გაცნობებთ”.

მანუჩარ მარკოიშვილი: “პირველ ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო “ტიტების” ხემძღვანელებს ნდობისთვის, ჩემს სამწვრთნელო სტაფს გვერდში დგომისთვის, მთელი წელი მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ და ხელს მიწყობდნენ.

ასევე დიდი მადლობა თითოეულ მოთამაშეს, რომლებიც ცდილობდნენ შეესრულებინათ ჩემი დავალებები.

ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო, როგორც დამწყები მწვრთნელისთვის. დავინახე, რაზე მაქვს სამუშაო და რა მიმართულებით უნდა ვეცადო საკუთარი ცოდნის გაღრმავებას. როგორც პირველი სამწვრთნელო წელი, დაუვიწყარი იქნება ჩემთვის.

დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს. “ტიტებს” მომავალ წელს ვუსურვებ ბევრ წარმატებას”.