ანჩელოტის ბეილის ძველებურად სჯერა

0
46

მადრიდის „რეალის“ ახალ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის სჯერა, რომ უელსელ თავდამსხმელ გარეთ ბეილს მაღალ დონეზე თამაში ისევ შეუძლია.

„რეალის“ ექსთავკაცი ზინედინ ზიდანი არ ენდობოდა ბეილს, რომელმაც გასული სეზონი იჯარით ლონდონის „ტოტენჰემში“ გაატარა.

„მას ინგლისის პრემიერ ლიგაში ბევრი მატჩი არ ჩაუტარებია, მაგრამ ბევრი გაიტანა (20 მატჩში 11 გოლი, რედ.). ის ბოლო შეხვედრებში ეფექტური იყო და სტაბილურობა გაუჩნდა.

მას კარგად ვიცნობ (ანჩელოტი „რეალში“ ბელთან ერთად 2013-2015 წლებში მუშაობდა, რედ.). თუ ბეილს მოტივაცია ექნება, საუცხოო სეზონს ჩაატარებს – ამაში ეჭვი არ მეპარება“ – იუწყება 61 წლის იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს As.com.

ბეილი „რეალმა“ 2013 წელს „ტოტენჰემიდან“ 100, 8 მილიონ ევროდ იყიდა. უელსელმა მადრიდელთა მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 251 მატჩში 105 გოლი გაიტანა.