მანჩინის არჩევანი ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია

0
103

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ინფორმაციით, მანჩინნიმ შემდეგი მოთამაშეები შეარჩია:

მეკარეები: სალვატორე სირიგუ (ტორინო),  ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), ალექს მერეტი (ნაპოლი).

მცველები:  ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი),ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), ლეონარდო სპინაცოლა (რომა),. ემერსონი (ჩელსი), ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ალესანდრო ფლორენცი (პსჟ), რაფაელ ტოლოი (ატალანტა).

ნახევარმცველები:  მანუელ ლოკატელი (სასუოლო), მარკო ვერატი (პსჟ), ლორენცო პელეგრინი (რომა), ჟორჟინიო (ჩელსი), სტეფანო სენსი (ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), ნიკოლო ბარელა (ინტერი).

თავდამსხმელები:  ანდრეა ბელოტი (ტორინო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), ჩირო იმობილე (ლაციო), ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ჯაკომო რასპადორი (სასუოლო).

„სკუადრა აძურაში“ ერთი დებიუტანტია – ჯაკომო რასპადორი, რომელსაც ჯერ ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშია.

იტალია ევრო-2020-ზე A ჯგუფში შვეიცარიასთან, თურქეთთან და უელსთან ერთად იმყოფება.

ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისს რომში იტალია- თურქეთის მატჩით გაიხსნება.