„მანჩესტერ სიტიდან“ „ბარსელონაში“ გადასულმა სერხიო აგუერომ წასვლის წინ ინგლისური კლუბის მთელი პერსონალი დააჯილდოვა.
არგენტინელმა თავდამსხმელმა 60 ადამიანს, რომლებიც უშუალოდ პირველ გუნდთან მუშაობენ Hublot ან Tag Heuer ფირმის საათები აჩუქა, რომლებიც 1000 გირვანქა სტერლინგზე ნაკლები არ ღირს.
თითოეულ საათზე დატანილია წარწერა: „Gracias! Kun Aguero!“ („მადლობა! კუნ აგუერო“).
გარდა ამისა, აგუერომ ლატარეაც მოაწყო და კლუბის თანამშრომლებს შორის თავისი ავტომანქანა Range Rover Evoque გაათამაშა. ავტომანქანა მოიგო ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელიც გუნდის ეკიპირებაზეა პასუხისმგებელი.
გარდა ამისა, არგენტინელმა ფორვარდმა ფეხბურთელთა რეგულარული დახმარების ფარგლებში კლუბის პერსონალს მნიშვნელოვანი თანხა გამოუყო.
