თომას ტუხელი: „ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ არაფერზე ვინანოთ“

0
35

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის თომას ტუხელის თქმით, შესაძლოა „სიტი“ ევროპის ან მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, მაგრამ ამის მიუხედავად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების სჯერა.

მან ამის შესახებ პორტუგალიის ქალაქ პორტუში დღეს „მანჩესტერ სიტისთან“ გასამართ მატჩამდე, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გვარდიოლა? ეს მე არ ვარ მის წინააღმდეგ, რადგან ჩოგბურთს არ ვთამაშობთ. მომავალ შეხვედრაში „სიტი“ ეცდება სულ სხვაგვარად ითამაშოს, მაგრამ ჩვენ ვიცით როგორ უნდა ვიყოთ ძლიერები და გაბედულები, როდესაც ეს საჭიროა.

პეპის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. ის ქმნის გუნდებს, რომლებიც ძალიან თავდაჯერებულნი არიან და გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ. შესაძლოა, „სიტი“ ევროპის ან მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, რომელსაც ჩემპიონატში ძალიან ჩამოვრჩით, მაგრამ „უემბლისა“ და მანჩესტერში ჩვენი გავიტანეთ.

ფეხბურთი შეიცვალა და მოთამაშეებიც. ბუნდესლიგაში ბევრი ახალგაზრდა ინგლისელია და ასე რომ მათი დონე ვიცოდი. მიხარია, რომ ეს ბიჭები ჩემს განკარგულებაში არიან და ისინი ევროპის ყველაზე კონკურენტუნარიან ჩემპიონატში თამაშობენ, რაც მათ მენტალიტეტზე კარგად აისახება. ჩვენ მათი გვეიმედება და ვენდობით, რაც ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია.

საუცხოოდ გვესმის, რომ „მანჩესტერ სიტი“ მისაბაძი მაგალითია. თუმცა, ფეხბურთში განსახვავების შემცირების შანსი ყოველთვის გაქვს. ეს როგორ მოვახერხეთ? ჩვენ ერთი გუნდი ვიყავით, საკუთარი თავის გვჯეროდა და ყოველ წამს ვიბრძოდით.

პენალტების დარტყმაში ყოველთვის ვვარჯიშობთ. შეგვიძლია, იმის მოდელირება ამას მომავალ მატჩში როგორ გავაკეთებთ? არა. თუმცა, პენალტების სერიაში მოგების სწავლა შეგვიძლია. ევროპა ლიგის ფინალში პენალტების სერიაში ფანტასტიკური გამოვიდა დარტყმების ხარისხზე თუ ვისაუბრებთ. ჩვენ გუნდიდან პენალტებს ვინ დაარტყამს უკვე ვიცით. თუმცა, ჯერ არ ვიცით მატჩის ბოლოს მოედანზე ვინ გავა.

გამარჯვება გვწყურია. გვიხარია, რომ ფინალამდე მივედით, მაგრამ გვსურს თამაშის დასრულების მერე უფრო გავიხაროთ. დაე, აუტსაიდერებად მივაჩნივართ,  მაგრამ იმედია გავიმარჯვებთ.

უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ, რომ შემდეგ არაფერზე ვინანოთ. ვცდილობ, ეს თითოეული მოთამაშემდე მივიტანო და გუნდი მოვამზადო.

ეს ძალიან რთული კვირაა როგორც ფიზიკურად, ასევე, მორალურად. მოდით დავრჩეთ ისეთებად როგორებიც ვართ. ჩვენ ძლიერი გუნდი ვართ და გულწრფელად გვჯერა იმის რასაც ვაკეთებთ“ – იუწყება გერმანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი პორტუს საშინაო სტადიონ „დრაგაუზე“ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.