ხამესი კოპა ამერიკას გამოტოვებს

0
17

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი ზაფხულში გასამართ სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატს გამოტოვებს.

კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელი ასევე მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პერუსთან და არგენტინასთან ვერ ითამაშებს.

„ევერტონის“ მოთამაშე ნაკრებიდან იმიტომ დაითხოვეს, რომ სამედიცინო შემოწმების შემდეგ მისი ფიზიკურ ფორმა არადამაკმაყოფილებელ აღმოჩნდა.

ხამესმა „ევერტონში“ ჩატარებულ სადებიუტო სეზონში ყველა ტურნირზე 26-ჯერ ითამაშა და 6 გოლი გაიტანა, პლუს 4 საგოლე პასი გააკეთა.